logo
ENG



საფრანგეთი საქართველოს 483 მილიონი ევროთი დაეხმარება, საიდანაც 450 მილიონი სესხია

10 ივნ 202118:36
3 წუთის საკითხავი
clock 2415
2021/06/10/kh0xat3n51q7fb7.png

საქართველომ და საფრანგეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება.

ხსენებული თანხიდან 33 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობას გრანტის სახით გადაეცემა, ხოლო დარჩენილი თანხა სესხია. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები უნდა ხორციელდება.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას... ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ირალი ღარიბაშვილმა. 

2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. 


close დახურვა