საფრანგეთი უკრაინას Delair -ის უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკარნო ავრცელებს.
მინისტრის თქმით, სულ საფრანგეთმა 2 000 უპილოტო საფრენი შეუკვეთა, საიდანაც 100 Delair -ის ტიპის აპარატია და უკრაინისთვის არის გაბკუთვნილი.
ლეკარნო ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები საფრანგეთის შეიარაღებული ძალების და უკრაინის საჭიროებებს მოხმარდება.
ცნობილია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინას უკვე ზაფხულში გადაეცემა.