საფრანგეთის პოლიციამ პარიზსა და მის გარეუბანში მიგრანტების ბანაკები აიღო. მათი ევაკუაცია ავტობუსებით გამთენიისას დაიწყო. მიგრანტებს თავშესაფრებში გადაანაწილებენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თავშესაფრებში მხოლოდ 250 ადგილია, მიგრანტების რაოდენობა კი 1500-ს აღწევს. ბანაკების აღების მიზეზი დასახლებებში დანაშაულის ზრდა და სანიტარული მდგომარეობის გაუარესება გახდა.