logo
ENG



საფრანგეთის პრემიერის თქმით, ორშაბათს გადადგება

08 ივლ 202400:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/erdz8jcmnb9hrhh.jpeg

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი ამბობს, რომ თანამდებობას ორშაბათს დატოვებს. 

მისი თქმით, ეროვნული ასამბლეის ახალ ერას მიესალმება, პოსტიდან წასვლის შესახებ კი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად ორშაბათს მიმართავს.

წინასწარი შედეგებით, არჩევნებში პირველ ადგილს ახალი სახალხო ფრონტი იკავებს, ხოლო მეორეზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა. რაც შეეხება მარინ ლე პენს, ულტრამემარჯვენეები მესამე ადგილზე გავიდნენ.


close დახურვა