logo
ENG



საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

13 იან 202417:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/13/jeup1bhc3p3ch6t.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე დელეგაციასთან ერთად კიევში პირველად ჩავიდა. ის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა. 

მინისტრის თქმით, ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება მისი მოკავშირეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. სეჟურნე დღეს, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. 

მინისტრმა ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინა თითქმის ორი წელია "საკუთარ სუვერენიტეტს იცავს და ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს". 

უკრანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნების თანამშრომლობას, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებასა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხებო. კულებას განცხადებით, მხარეებმა განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შემდგომი გაწევა და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ თავდაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას", - განმარტა კულებამ. 

მინისტრებმა პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 


close დახურვა