logo
ENG



საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო

31 მარ 202513:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/31/ajn9k03h4toaso3.png

საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხის გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ ცნო, მაგრამ მოსამართლეს სასჯელი ჯერ არ გამოუცხადებია

ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ შესაძლოა გააუქმოს მისი კანდიდატურა, რაც ნიშნავს, რომ მას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.

მოსამართლემ საქმეზე დამნაშავედ ცნო კიდევ რვა პირი.

ლე პენი და პარტიის 24 სხვა წარმომადგენელი ბრალდებულები არიან იმაში, რომ ევროკავშირის გამოყოფილი თანხა, რომელიც ევროპარლამენტის თანაშემწეებისთვის იყო გათვალისწინებული, გადაიხადეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პარტიისთვის მუშაობდნენ 2004-2016 წლებში.

ლე პენი და დანარჩენი ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.

 

 


close დახურვა