საფრანგეთში, ავარიის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები პარიზიდან ლონდონის მმართულებით გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ავტობუსში საფრანგეთის, რუსეთის, ირლანდიისა და ესპანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მგზავრები სხვადასხვა დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 5-ი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობა იყო.