საფრანგეთში, სენ ტროპესთან ახლოს ტყეში ხანძარია.
ცეცხლის გავრცელება რამდენიმე საათის წინ ორშაბათს საღამოს დაიწყო.
დაწყებულია ათასობით ადამიანის, მათ შორის ტურისტების ევაკუაცია.
ცეცხლი ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია, ქარმა კი მასთან გამკლავება გაართულა.
ცეცხლი 5 ჰექტარზე გავრცელდა და 3.5 ჰექტარის გაანადგურა.
ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა. თუმცა, დაიწვა 100-მდე სახლი.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში 900 მეხანძრე ამ დრომდე მონაწილეობს.