საფრანგეთის მასშტაბით 500-მდე სკოლა დაიხურა. მიზეზი ბოლო დღეებში სტუდენტთან საპროტესტო აქციები და პოლიციასთან დაპირისპირება გახდა.
საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესის შეჩერება უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს.
მოსწავლეები ქუჩაში გასულ კვირას გავიდნენ. ისინი მასწავლებლების ნაკლებობას დ განათლების სტანდარტებს აპროტესტებდნენ.
აქციების დროს დაარბიეს 24 სკოლა, პოლიციამ კი 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.
