საფრანგეთში ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს შესაძლოა პოლიციელის ვიდეოგადაღება აეკრძალოს.
მოქალაქეები კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ის ხელს შეუშლის პრესის თავისუფლებას და გააძლიერებს პოლიციის სისასტიკეს.
კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ 3 თეთრკანიანი პოლიციელი სცემს ქუჩის შავკანიან მუსიკოსს.
მასშტაბურ გამოსვლებს ქვეყნის დედაქალაქში, პარიზში დემონსტრანებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა.
მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა და მანქანების დაწვა დაიწყეს, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსდენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციები მთელი საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარეობს - აქცია დაახლოებით 100 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა. დააკავეს 22 ადამიანი.
დემონსტრაციები კანონპროექტის ინიცირების შემდეგ ყოველ კვირა დღეს იმართება. მასში მონაწილეობენ "ყვითელი ჟილეტებიც".