logo
ENG



საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა

05 დეკ 201914:30
3 წუთის საკითხავი
 
pl1x54jr21h0phb.jpg

საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა. მოსახლეობა ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. გაფიცვას უერთდებიან სასწავლო დაწესებულებების, ტრანსპორტის სექტორის თანამშრომლები, ასევე პოლიციელები, იურისტები და საავადმყოფოსა და აეროპორტის პერსონალიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 დემონსტრაციაა დაგეგმილი.

პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაიზარდა და ხალხს პოლიტიკური ელიტის მიმართ ნდობა აღარ აქვს.

გაფიცვის კვალი უკვე ეტყობა პარიზს. დედაქალაქში არ მუშაობს ტრანსპორტი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. მოსალოდნელი არეულობისთვის ხელისუფლებამ ზომები წინასწარ მიიღო. დედაქალაქის ქუჩებში დილიდან 6 ათასი პოლიციელი პატრულირებს.

 


close დახურვა