საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ მოპარული მანქანებისა და სიგარეტების უკანონო ვაჭრობისთვის, ქართველები დააკავა.
როგორც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ტვიტერზე წერს, ქართველების და სომხებისგან შემდგარ დაჯგუფებას რუსულ მაფიასთან აქვს კავშირი.
"აღვკვეთეთ ტრანსნაციონალური კრიმინალური სტრუქტურის მოქმედება, მოპარული სიგარეტებითა და მანქანებით უკანონოდ ვაჭრობაში ჩართული იყო ქართველთა და სომეხთა ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს რუსულ მაფიასთან" - წერენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიციალურ ტვიტერზე.
ჟანდარმერიის ცნობით, დაკავებულია 37 პირი და ჩატარდა 61 სამძებრო ოპერაცია.
#BellesAffaires Démantèlement d'une structure criminelle transnationale par les #gendarmes de la SR #Amiens et #OCLDI : trafic de cigarettes & de véhicules volés impliquant des groupes arméniens et géorgiens liés à la mafia russophone.
37 interpellations, 61 perquisitions. pic.twitter.com/F7VmN5eCk3