საფრანგეთში შობისთვის ემზადებიან.
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, შატო მოთ-შარდენიე სადღესასწაულოდ მორთეს.
შატოს უნიკალური ისტორია აქვს. ის 25 ათასი ადამიანის საკუთრებაა. დანგრევის პირას მყოფი შენობა და მამული ფონდმა დ'არტანიანმა ორი წლის წინ გამოისყიდა. მათ შენობის რეაბილიტაციისთვის ქვეყნის მოქალაქეებს 50 ევროს გადარიცხვა სთხოვეს, სანაცვლოდ კი ყველა მოხალისე შენობის თანამესაკუთრედ დაარეგისტრირეს.
ფონდი საშობაოდ სასახლეში გრანდიოზულ წვეულებას გეგმავს. ღონისძიებაზე მამულის ყველა მესაკუთრე დაპატიჟეს.