"იქმნება მყისიერი ჩამოშლის საშიშროება" - რა წერია ორხევის სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ დასკვნაში. კვლევა სამგორის გამგეობაში დევს. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ აუცილებელია უსახლკაროთა დაუყოვნებლივი გამოყვანა შენობიდან. საცხოვრისი სოციალურად დაუცველებს მერიამ 2017 წელს გადასცა. შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია, მერია კი ვერ პასუხობს კითხვას, როდის მისცემს ალტერნატიულ ფართს 70-ზე მეტი ოჯახი.