თავდასხმა ფორმულას ჟურნალისტზე - სასულიერო პირის აგრესიის მსხვერპლი ჩვენი კოლეგა მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ლეგიტიმური კითხვები დასვა.
ვინ და რატომ ატარებს თვითნებურ სამუშაოებს თავკვეთულას მონასტერში? მას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა, ფორმულას ჟურნალისტი, ლუბა გიორგაძე, ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდა, თუმცა განმარტების ნაცვლად, სასულიერო პირისგან წარმოუდგენელი უხამსობა, გინება და შეურაცხყოფა მიიღო.