logo
ENG



საქალაქო სასამართლომ წულუკიანის წინააღმდეგ ეკა კიკნაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

29 მაი 202317:23
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის ეკა კიკნაძის სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც განაჩენის გამოცხადების შემდეგ თავად კიკნაძემ აღნიშნა, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაყვანა, უკანონოდ გათავისუფლების შესახებ სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა.

კიკნაძის თქმით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ.

"მთავარი არის ის, რომ დაკმაყოფილდა პირველი ნაწილი, რომელიც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ეს არის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანა. ეს მიიჩნია სასამართლომ უკანონოდ. მეორე ნაწილი არის უკვე სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც ჩამოქვეითებას რამდენიმე თვეში მოჰყვა, ეს არ დააკმაყოფილა სასამართლომ. მეც და ჩემი კოლეგებიც გავალთ ბოლომდე ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ჩვენ ვებრძვით უსამართლობას... ბრძოლა გრძელდება, ეს პირველი ინსტანციაა. აუცილებლად გავასაჩივრებთ"- ამბობს ეკა კიკნაძე.

ეკა კიკნაძე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელებული მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს. კიკნაძე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მმართველის პოზიციიდან ჯერ დააქვეითეს და ლაბორანტად გადაიყვანეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

მან წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის ოქტომბერში შეიტანა.


close დახურვა