logo
ENG



საქალაქო სასამართლოს ეზოში აქტივისტებმა ლობიო დათესეს

01 დეკ 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
xojxy4ub0dvdtho.jpg

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიო დათესეს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გაზონებთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა საბოლოოდ, აქტივისტებმა ლობიო შენობის ეზოშიც და ეზოს გარეთაც დათესეს. მოძრაობის წევრები, ამ ფორმით, სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, რომლითაც ათობით ახალგაზრდა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, მსგავსი აქცია-პერფორმანსი "ქართული ოცნების" ოფისთანაც გაიმართა. უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სიმბოლურად  ლობიოს 41 მარცვალი ჰაერში აყარეს და ამ ფორმით გააპროტესტეს "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობა. შეგახსენებთ, რომ ადვოკატის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი აქციაზე "ლობიოს მარცვლების ჰაერში აყრის" გამო დააკავეს. ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 


close დახურვა