logo
ENG



საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართა

10 თებ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას გარდა, დღეს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის პროცესები გაიმართა.

გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა ეთქვათ, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის გამო ეს ვეღარ მოხერხდა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.

გავრცელებული კადრების გამო, სადაც ჩანს, რომ გიორგი რურუას საკნიდან ძალის გამოყენებით მის პირად ნივთებს აგროვებენ, საქმის პროკურორს თავის მართლება მოუხდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები კი მთელი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ვიდეომასალა არ უნახავთ.


close დახურვა