logo
ENG



საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის პროცესი დასრულდა

09 მარ 202018:24
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში  15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. პროცესზე ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებებს წარმოადგინა - დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც ლუკა სირაძის დაკითხვაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ.

არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურული იქნება. მარიანა ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.  მისი ადვოკატის განცხადებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებს ჩოლოიანის ბრალეულობას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის მიერ ჩვენების იძულებას გულისხმობს.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა


close დახურვა