თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
გვარამიას უფლებადამცველი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.