logo
ENG



საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესზე 3 მოწმე დაიკითხა

19 თებ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესზე 3 მოწმე დაიკითხა. აქედან 2 სამართალდამცველი, ერთი კი დაზარალებული იყო. მას სასამართლოზე მელიასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა განაცხადა, რომ მისი მხრიდან პარლამენტში მშვიდობიანი შესვლის მოწოდების შესახებ გაიგო.   

ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელი ჩვენებები არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას.

„დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ ადანაშაულებს მთავრობას და თანამდებობის პირებს, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანეს, ნიკა მელიასთან მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ მოწმეები ადასტურებენ მელიას მხრიდან მოწოდებებს, რაც ამტკიცებს ნიკა მელიას ბრალეულობას.

„ნიკა მელიას მოწოდებებს მოჰყვა არეულობის დაწყება. ნიკა მელია იდგა წინა ხაზში და მოუწოდებდა ხალხს, რომ გაეძლიერებინათ აგრესია და აი, ესაა ხელმძღვანელობა და მონაწილეობა მასობრივ არეულობაში, რასაც მას ედავება გამოძიება", - განაცხადა პროკურორმა.

სახელმწიფო ბრალდება მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. მორიგი პროცესი 4 მარტს უნდა გაიმართოს. 


close დახურვა