თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი ჩაინიშნა.
"ის იყო უნდა მერწმუნა ქართული ოცნების ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად", - წერს უგულავა.
უგულავას პროცესი 11 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძუდოსიტი ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.