logo
ENG



საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, საქართველოს მოქალაქე დაშავდა

10 დეკ 201922:08
3 წუთის საკითხავი
 
8hxuzwf43guy066.jpg

6 დეკემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინცინდენტის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაზარალდა.

ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ის "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული მკურნალობის მიზნით, შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, პაციენტი მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად თანამშრომლoბენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები.

 

 

 


close დახურვა