logo
ENG



საქართველო-სომხეთს შორის ახალი საავტომობილო ხიდი ღარიბაშვილმა ფაშინიანთან ერთად გახსნა

19 აგვ 202215:27
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

საქართველო-სომხეთს შორის ახალი საავტომობილო ხიდი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს 160 მეტრის სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა გაორმაგდება.

მისი თქმით, ეს ხიდი საქართველო-სომხეთის მოქალაქეებისთვის სარგებლის მოტანის გარდა, სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს” - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ საქართველო სომხეთისთვის ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების უსაფრთხო მიწოდების კუთხით მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა. 

„საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება" - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. 


close დახურვა