უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გაურკვეველი ვადით გადაიდო ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები. მათ შორის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის.
გადაწყვეტილება უეფა-ს წევრმა 55-მა ქვეყანამ ვიდეოკონფერენციის შედეგად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფის მატჩში საქართველოს ბელარუსი 26 მარტს თბილისში უნდა მიეღო, მაგრამ კორონავირუსის გამო, მატჩი ივნისისთვის გადადეს.