დინამო არენაზე საქართველოსა და ირლანდიის მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო და ამაღელვებელი ფაქტი დაფიქსირდა.
ტრიბუნაზე მყოფმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, მეგობარ გოგოს ხელი სთხოვა და საპასუხოდ თანხმობაც მიიღო. აღნიშნული ფაქტი მეორე ტაიმის მსვლელობისას მოხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრა ფრედ, 0 - 0 დასრულდა.
ფოტოს ავტორი: თამარ ჯიშკარიანი