logo
ENG



საქართველო - შვეიცარიის საფეხბურთო მატჩს პარლამენტის წინ აქციაზე აჩვენებენ

15 ნოე 201916:00
3 წუთის საკითხავი
 
h46cbz95uoinv9x.jpg

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს შვეიცარიასა და საქართველოს ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე  აჩვენებენ. 

23:45-ზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს შვეიცარიასთან და ამ ამბავს რომ არ გამორჩეთ, პარლამენტთან, აქციაზევე, ეკრანზე გავუშვებთ პირდაპირ ეთერს," - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევ ციკლში უკანასკნელი მატჩია. ქართველ ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.


close დახურვა