logo
ENG



საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

11 ნოე 201908:34
3 წუთის საკითხავი
 
p2bzf85o2v7kcu6.png

ნოემბრის ბოლოდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამ საკითხის განსახილველად თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი შეხვედრებს საქრთველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა. თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება. 


close დახურვა