![nhid6birwfs8k1i.jpg](/uploads_script/news/thumb_nhid6birwfs8k1i.jpg)
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მხარეებმა თურქეთში გამართული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე მიიღეს.
"საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. მასზე არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ", - განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ.