logo
ENG



საქართველო რუსული საფრთხის წინაშე დგას - უოკერი

14 თებ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ უოკერი იმედოვნებს, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. მიუნხენის უსაფრთხოების  59-ე კონფერენციაზე უოკერმა განაცხადა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობა და ამიტომ, მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„2020 წლის არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ყველა დააკვირდება, რომ ნახონ, ქართველებს შეუძლიათ ხარისხიანი არჩევნების ჩატარება - მთავრობასა და ოპოზიციაზეა დამოკიდებული ამაზე მუშაობა. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობამ უკან დაიხია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც ველოდით მათივე დაპირების შემდეგ. ახლა საჭიროა მოლაპარაკება. ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობა გარეგამოწვევებთან. უგულავას საქმეზე არსებობს პოლიტიკური ასპექტი - არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავეა ან უდანაშაულო, მან მოიხადა სასჯელი, რაც გასათვალისწინებელია. მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველო რუსული საფრთხის წინაშე დგას, რთული პერიოდია ევროპასთან და ნატოსთან დაახლოების მხრივ, ეკონომიკა ისე სწრაფად არ ვითარდება და ესაა მთავარი ამოცანა", - აცხადებს კურტ უოკერი.


close დახურვა