საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, რუსეთის, იემენის, ლიბანის, ნიგერიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
