logo
ENG



საქართველომ იტალიასთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა

06 მარ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 
1n8qj4i1ucbir7v.jpg

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით საბჭომ მორიგი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ:

1. საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;

საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მიემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;

ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (ჩOVID -19) შემოწმების Pჩღ ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. დროებით შეჩერდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. 

 


close დახურვა