საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, შევარდენის სარაგბო ბაზაზე შეკრება დაიწყო. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო თასისთვის ემზადება.
სამხრეთ აფრიკელები საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვლენ. შეხვედრები 2 და 5 დეკემბერს, შევარდენის ბაზაზე გაიმართება. მატჩების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.