logo
ENG



საქართველოს ბანკის ორ თანამშრომელს, რომელიც დონაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

03 სექ 202023:27
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს ბანკის ორ თანამშრომელს, რომელიც დონაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ბანკის სოლოს ორ თანამშრომელს, რომელიც დონაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "ფორმულას" ბანკში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ბათუმში გახშირებული შემთხვევების გამო, თანაშრომლების ტესტირება დაიწყეს.

"ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდ-19.  ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ  ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს  გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება", - აცხადებენ ბანკში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა