logo
ENG



საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

16 აპრ 202113:16
3 წუთის საკითხავი
clock 1166

ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ამ წუთებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ერთ-ერთი სამართალდამცავის თქმით, ავლაბრის მეტრო დაკეტილია.

ფორმულა ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.


close დახურვა