logo
ENG



საქართველოს გვერდით ვართ - ინდოელი ემიგრანტები სისხლის ბანკში სისხლს გაიღებენ

05 მაი 202010:39
3 წუთის საკითხავი
 

სოლიდარობის ჟესტი ინდოელი ემიგრანტებისგან. საქართველოში მცხოვრები ინდოელები სისხლის ბანკში სისხლს გაიღებენ. ისინი საქართველოს მოქალაქეებსაც ანალოგიურისკენ მოუწოდებენ. ეს პირველი შემთხვევა არაა რაც ემიგრანტები  კორონავირუსის კრიზისის პირობებში, სხვადასხვა მოქალაქეს ეხმარებიან. რამდენიმე კვირის წინ მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები მიუტანეს. ამ ფორმით დახმარებას საქართველოში მცხოვრები ინდოელები მომავალშიც გეგმავენ.

როგორც „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" დამფუძნებელი დარისპან პრაშერი აცხადებს, სისხლს 35 ინდოელი გაიღებს.

„იდეა მოგვივიდა, რომ სისხლი ჩაგვებარებინა, რაც ამ დროს შეიძლება ძალიან სჭირდებოდეთ საავადმყოფოში. ჩვენ უკვე ვემზადებით მაგისთის. 35 ადამიანი მივცემთ სისხლის ბანკს სისხლს. 1 ადამიანის სისხლით თუ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდება, ეს დიდი საქმეა. ყველა ვარიანტში ქართველების გვერდით ვართ“, - აღნიშნა პრაშერმა.

 


close დახურვა