ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ წევრობის კითხვარს საქართველოს და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადასცემს.
"პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის (უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს) შესახებ, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს". - დაწერა ვარჰეიმ ტვიტერზე.
President @vonderleyen handed over the questionnaire to #Ukraine yesterday and I will hand the questionnaire over to #Georgia & #Moldova on Monday. The answers will help @EU_Commission to prepare opinions on #EU applications of the three countries, as asked by #EUCO. pic.twitter.com/4fHwWcEIs5
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი 8 აპრილს, უკრაინაში გადასცა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.