„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდეს- ამის შესახებ განცხადება ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება. თუმცა, ფორმატი შეიცვალა და ოთხის ნაცვლად გუნდები ორ წრედ ითამაშებენ.
მატჩების განახლებამდე ფეხბურთელებს კოვიდ 19-ზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდებათ - პირველი ივნისიდან შვიდ ივნისამდე და მეორედ, უშუალოდ მატჩების დაწყებამდე.