logo
ENG



საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარე ეწვია

16 თებ 202109:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის, ასევე, შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და გააკეთებს განცხადებას მედიისთვის.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - ამბობენ საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.


close დახურვა