logo
ENG



საქართველოს თასისთვის ლოკომოტივი და საბურთალო იბრძოლებენ

24 ოქტ 201917:33
3 წუთის საკითხავი
 
2de613oarq64ckj.png

ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალისტი გუნდების ვინაობა ცნობილია. ტიტულისთვის თბილისური კლუბები, „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ იბრძოლებენ.

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა საგარეჯოს „გარეჯსა“ და „ლოკომოტივს“ შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ის თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-3 დასრულდა. მეორე წყვილში კი ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური დაპირისპირება 7 დეკემბერს გაიმართება.  


close დახურვა