17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. მოთამაშეთა განვითარების ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართება და სამომავლოდ ტრადიციული გახდება.
ლიგაში მონაწილების მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებ-გვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში 165 მოთამაშე აირჩეს. თითოეული გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.
მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი
14 აგვ 202016:19
3 წუთის საკითხავი