ჯანდაცვის მინისტრის ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 20 კლინიკაა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის სრულად არის მობილიზებული.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კლინიკები საჭირო ინვენტარით არიან აღჭურვილები და კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის კიდევ რამდენიმე საავადმყოფოს აღჭურვა მოხდება.
"20 კლინიკა არის საქართველოს მასშტაბით სრულიად მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსით დაავადებულები და ცხელების სიმპტომების მქონე ადამიანები. ორშაბათიდან ჩაერთვება 9 კლინიკა, იქნება კიდევ 6 კლინიკა. რეგულირების სააგენტოები ახორციელებენ მონიტორინგს. ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ იყოს ყველა საჭირო ინვენტარი. 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც კოვიდ-19-ის და ცხელების პაციენტებს მიიღებენ და მდგომარეობის შესაბამისად გადამისამართდებიან ან სახლში, ან კლინიკაში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.