logo
ENG



საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

29 აპრ 202413:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/4qpfnfqhgfdpteq.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთში ზედიზედ 30 დღე დაჰყონ.

საგარეოს ცნობით, მინისტრის მოადგილე საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული "საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების" ძალაში შესვლის პროცედურები.

"აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე", - აცხადებენ საგარეოში.

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.


close დახურვა