logo
ENG



საქართველოს მოქალაქის მკვლელობა - ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი წლის თავზეც დუმს

17 ივნ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას უკავშირებს ოპოზიცია ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს და მასზე ხელისუფლების უმოქმედობას. რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა საქართველოს მოქალაქის, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილის ლიკვიდაციაში გერმანიამ, ქვეყნის ტერიტორიიდან რუსი დიპლომატებიც გააძევეს, განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმაც კი.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის მთავრობა დუმს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ მთავრობის დაუსჯელობისა და პასიურობის პოლიტიკამ გაზარდა რისკები და ოკუპანტი წაახალისა კიდევ უფრო აგრესიულად მოიქცეს. 

ზელიმხან ხანგოშვილის საქმე  აქტუალური კიდევ ერთხელ  მას შემდეგ გახდა, რაც „ფორმულამ“, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ რუსეთის მოქალაქეზე ინფორმაცია გაასაჯაროვა.  სწორედ  რუსული კვალი აერთიანებს ამ ორ საქმეს. ზელიმხან ხანგოშვილის , ხმაურიან მკვლელობაზე, გამოძიებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ოპოზიცია 

სპეკულაციები რუსეთთან კავშირის თაობაზე - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას   რეაგირება მოახდინონ ხანგოშვილის საქმეზე. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ცხრა წლის განმავლობაში გამოუძიებელ საქმეებს ახსენებს და დეტალებში ჩაძიებას ურჩევს

რომელ ობიექტურ პრობლემებს უკავშირდება ხანგოშვილის საქმის გამოძიება, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ზელიმხანის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი, ობიექტურ პრობლემაში, „ქართული ოცნების“ პრორუსულობას ხედავს. მას არ სჯერა რომ, საქართველოში ამ საქმეს, ქართული ოცნების მმართველობის დროს გამოიძიებენ.

საქართველოს მოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილს, 2015 წლის 28 მაისს თბილისში, მანქანიდან ესროლეს.  ოთხი ჭრილობის მიუხედავად, ის გადარჩა, საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა. თავდასხმის  ფაქტზე გამოძიება ოთხი წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. 

აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გადის, ოფიციალურმა ბერლინმა ორის რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად დაასახელა, საქართველოში კი ეს საქმე ისევ თაროზეა შემოდებული.

ამავე თემაზე: ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომლის ლიკვიდაცია რამზან კადიროვს სურდა, „ფორმულასთანექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ პუტინის თანხმობის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა.


close დახურვა