logo
ENG



საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ გაზპრომთან ხელშეკრულება განაახლა

26 მაი 202008:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება.

თუ რა ტარიფით განახლდა ხელშეკრულება ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან" განმარტებას არ აკეთებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. 

 

ეკონომიკის საკითებში ექსპერტი პაატა შეშელიძე კი ფიქრობს, რომ   ტარიფების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის საჯარო უნდა იყოს. 

„ეს არის სახელმწიფო გარიგება. თანხა შემოდის ბიუჯეტში და უნდა იყოს ასახული მის შემოსავლებში. როგორ წარმოგიდგენიათ გასაიდუმლოებულია და იქ რამდენსაც გინდა, იმდენს ჩაწერ? არ აჩვენებ რომ თანხაა შემოსული? ეს არ უნდა იყოს. ამიტომ ეს საკითხი მოსაწესრიგებელია. გასაიდუმლოება არა ახალია. წლიდან წლამდე ეს მოლაპარაკებები ითვლება დახურული კარის მოლაპარაკებებად“, - აცხადებს შეშელიძე.


close დახურვა