თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს განხილვის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნაა. დელეგატებს დღეს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ განხილვას ასევე ესწრებოდნენ ნატოს წარმომადგენლები. ჟურნალისტების კითხვაზე, რა შანსი აქვს საქართველოს ლონდონის სამიტზე, მათ კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო ნამდვილად იქნება.
"ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებად ეფუძნება. პირველი საქართველოს ნატო-ში გაწევრებაა. იცით, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყევტილება ძალაშია. თქვენ კარგად იყენებთ ნატო-ს არსებულ პაკეტს, რაც გეხმარებათ საბოლოო გაწევრებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსის ურთიერთავსებადობის გაძლიერებით. ურთიერთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რაც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველები შეუპარვრად მსახურობენ ერთ-ერთ რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი",- განაცხადა ნატო-ს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ როუზ გოტ მიულერმა.
ნატო-ს თავდაცის ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორის თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნლოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვისაც.
"ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე თავდაცვისა და უსაფრთხოების გზაზე. ხაზი გაესვა რეგიონში საქართველოს როგორც სტაბილურობის გარანტს. ყურადღება გავამახვილეთ მხარეებს შორის სამაომავლო ურთიერთობებზე, ვილაპარაკეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზეც, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ისე ალიანსის წევრი ქვეყნებისთვისაც. მადლობა გადავუხადეთ თქვენს ქვეყანას ნატო-ს ოპერაციებშ მონაწილეობისთვის",- აღნიშნა ნატო-ს თავდაცის ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა მარკ დი პაოლომ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. რიგით 14-ე ღონისძებას ბათუმი მომავალ წელს უმასპინძლებს.