logo
ENG



საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

11 ნოე 201920:50
3 წუთის საკითხავი
 
1hms4vwwkvc3pph.jpg

ევროპული სტრუქტურის თავმჯდომარეობისთის მოსამზადებლად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია. მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს ქვეყნის ოკუპაციაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნოემბრის ბოლოდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში უნდა გაიმართოს. 


close დახურვა