logo
ENG



საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

26 აპრ 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/26/mjfz28c9p4blw8j.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26-28 აპრილს საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა. 

უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

"პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. ასევე, ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა