logo
ENG



საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს - რუსეთის დუმის თავმჯდომარე

08 ოქტ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
tsn0pw43nitjbzf.jpg

„საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ მოიხსენია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა. მან ეს სიტყვები უნდა უარყოს, ბოდიში მოიხადოს და ახსნას თავისი პოზიცია" - ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ტელეკომპანია „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან ამგვარი განცხადებების ფონზე, შეუძლებელია ურთიერთობების გაღრმავება. ვოლოდინი განმარტავს, რომ რუსეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, მხოლოდ ბოდიშის მოხდისა და მსგავსი განცხადების უარყოფის შემთხვევაში იქნება მზად. 

როგორც ვიაჩესლავ ვოლოდინიმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, საქართველოსთან ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვიღაცას დასჭირდა თბილისში კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა. კერძოდ, როდესაც ფედერაციის დელეგაცია  მართლმადიდებელთა საპარალამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტში წარსდგა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, იმის ნაცვლად, რომ შეეფასებინა მომხდარი ფაქტი, რომ ჩარეულიყო პროცესებში და ეთქვა - "ასე არ შეიძლება," რუსეთს აგრესორი უწოდა," - განაცხადა ვოლიდინმა.

მისივე თქმით, მსგავს ვითარებაში, სწორედ პრეზიდენტია სხვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და ამიტომ, ის ვალდებულია ბოდიში მოიხადოს.

წყარო: newsru.com

 

 

 

 


 

 


close დახურვა