logo
ENG



საქართველოს სააფთიაქო ქსელში დანაშაულებრივი შედეგებია - ჯონდი ბაღათურია

08 ოქტ 201912:08
3 წუთის საკითხავი
 
pj060d0z4yph7ml.jpg

 

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია წამლების ფასზე საუბრობს და ხელისუფლებას საკუთარ კანონპროექტს სთავაზობს. მისი თქმით დღესდღეობით სააფთიაქო ბაზარზე "დანაშაუებრივი ფასებია."

„დანაშაულებრივი შედეგებია საქართველოს სააფთიაქო ქსელში, წნევის მარეგულირებელი წამალი, რომელსაც მოიხმარენ პენსიონერები და წნევით დაავადებული, ამ წამლის ფასი საქართველოში არის 12.80 ლარი. მოსკოვში, რუსეთში ნაყიდი წამალი კი 1.90 თეთრი, განსხვავება ფასებში 678% . 25-მილიგრამიანი წამლის ფასი საქართველოში არის 9,70 მოსკოვში ნაყიდი 0.77ლარი საქართველოში დამზადებული და გაყიდული წამალი უფრო ძვირია ვიდრე მეზობელ ქვეყნებში,”-აცხადებს ბაღათურია.

ბაღათურია მთავრობას ახალ პროექტს სთავაზობს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

„კანონპროექტი ეყრდნობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის შეერთებული შტატების იაპონიისა და ინდოეთის მაგალითებს, სადაც პირდაპირი რეგულაციებია წარმოდგენილი. ფასებს სახელმწიფო, მთავრობა არეგულირებს,“-განაცხადა ბაღათურიამ პრესკონფერენციაზე.

 

 

 


close დახურვა